გაკვეთილის მთავარი თემა
|
კუბური
ფესვი
|
სწავლების საფეხური
(კლასი)
|
VIIIკლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
აღნიშნულ კლასში სწავლობს 5(ხუთი) ბავშვი.აქედან 2(ორი) გოგონაა და 3(სამი) ვაჟი.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლემ
შეძლოს ფესვის ამოღება კუბური ფესვიდან და მიღებული ცოდნისა და სათანადო უნარების აქტიურად
გამოყენება პრაქტიკული სახის ამოცანების გადაწყვეტაში.
|
წინასწარი ცოდნა
|
●იცის მოცემული რიცხვიდან კვადრატული ფესვის
ამოღება;
●იცის არითმეტიკული
კვადრატული ფესვი არაუარყოფითი რიცხვიდან;
● იცის
არითმეტიკული ფესვის თვისებები და
შეუძლია გამოსახულებათა გარდაქმნისას მათი გამოყენება.
|
შეფასების საგანაი და პროცედურები
|
შეფასების რუბრიკა.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
დაფა,ფერადი
ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა
WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
|
●გაკვეთილზე შესვლისას
კითხვა-პასუხის მეთოდით
ვადგენ მოსწავლეთა ცოდნის დონეს.(7 წთ.)
●მოსწავლეებს სივრცითი ფიგურის კუბის გამოყენებით ზოგადად ავუხსნი რას წარმოადენს რიცხვის კუბი და მოცემული
რიცხვიდან როგორ ამოვიღოთ კუბური ფესვი.(7 წთ.)
●ამის
შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად და
დავავალებ
-იპოვონ 1 - დან 10 - მდე რიცხვების კუბი.
-იპოვონ
იმ კუბის გვერდები რომელთა მოცულობებია
8 სმ3 , 27 სმ3,
64 სმ3, 125 სმ3 და ასე შემდეგ...
-იპოვონ
რა ციფრით შეიძლება დამთავრდეს
რაიმე ნატურალური რიცხვის კუბი.
-იპოვონ ( განსაზღვრონ) არსებობს თუ არა კუბური ფესვი
უარყოფითი რიცხვიდან .
-იპოვონ (განსაზღვრონ ) შეიძლება თუ არა
ნატურალური რიცხვის კუბის ერთეულების ციფრი იყოს 2. პრეზენტაციის საფუძველზე განვსაზღვრავ
მათ საჭიროებებს და გაუწევ შესაბამის დახმარებას.ასევე თითოეულ ჯგუფს ჩამოვაყალიბებინებ
წესს მოცემული რიცხვიდან კუბური ფესვის ამოღების შესახებ.(16წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს
კალკულატორის გამოყენებით ამოვაღებინებ კუბურ ფესვს რაიმე რიცხვიდან. (5წთ.)
●ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით
) და მოსწავლეებს ვუჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას. (7 წთ.)
●მივცემთ მითითებებს მთელ კლასს საშინაო დავალების შესრულების შესახებ .(3წთ)
|
კუბური ფესვი
Subscribe to:
Posts (Atom)