გაკვეთილის  მთავარი  თემა
კუბური ფესვი
სწავლების  საფეხური (კლასი)
VIIIკლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 5(ხუთიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  3(სამ) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ შეძლოს ფესვის ამოღება კუბური ფესვიდან და    მიღებული ცოდნისა და სათანადო უნარების აქტიურად გამოყენება პრაქტიკული სახის ამოცანების გადაწყვეტაში.
წინასწარი  ცოდნა
●იცის  მოცემული რიცხვიდან კვადრატული ფესვის ამოღება;
●იცის არითმეტიკული კვადრატული ფესვი არაუარყოფითი რიცხვიდან;
● იცის არითმეტიკული ფესვის თვისებები  და შეუძლია გამოსახულებათა გარდაქმნისას მათი გამოყენება.
შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს  სივრცითი ფიგურის კუბის გამოყენებით  ზოგადად ავუხსნი  რას წარმოადენს რიცხვის კუბი და მოცემული რიცხვიდან როგორ ამოვიღოთ კუბური ფესვი.(7 წთ.)
●ამის შემდეგ მოსწავლეებს დავყოფ ორ ჯგუფად და  დავავალებ 
-იპოვონ  1 - დან 10 - მდე რიცხვების კუბი.
-იპოვონ იმ კუბის გვერდები რომელთა მოცულობებია       8  სმ3 , 27 სმ3, 64 სმ3, 125 სმ3 და ასე შემდეგ...
-იპოვონ რა ციფრით შეიძლება  დამთავრდეს რაიმე ნატურალური რიცხვის კუბი.
-იპოვონ  ( განსაზღვრონ) არსებობს თუ არა კუბური ფესვი უარყოფითი რიცხვიდან .
 -იპოვონ (განსაზღვრონ ) შეიძლება თუ არა ნატურალური რიცხვის კუბის ერთეულების ციფრი იყოს 2. პრეზენტაციის  საფუძველზე  განვსაზღვრავ  მათ საჭიროებებს და გაუწევ შესაბამის დახმარებას.ასევე თითოეულ ჯგუფს ჩამოვაყალიბებინებ წესს მოცემული რიცხვიდან კუბური ფესვის ამოღების შესახებ.(16წთ.)
ამის შემდეგ მოსწავლეებს კალკულატორის გამოყენებით ამოვაღებინებ კუბურ ფესვს რაიმე რიცხვიდან. (5წთ.)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვუჩვენებ აღნიშნული თემის შესაბამის მასალას.          (7 წთ.)
მივცემთ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3წთ)